ნიუ-იორკს ძლიერი ტორნადო დაატყდა

ნიუ-იორკს ძლიერი ტორნადო დაატყდა

ნიუ-იორკს თავს ძლიერი ტორნადო დაატყდა. BBC-ის ცნობით, სტიქიამ განსაკუთრებით ქუინსის რაიონი დააზარალა, სადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები , მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 113 კმ/საათში იყო. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქარმა ჰაერში აიტაცა პარკებში დადგმული სკამები, ნაგვის ურნები და ავტომობილები. აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიურ სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ ტორნადი დღეს ნიუ-ჯერსის, კონექტიკუტის, მერილენდის, ნიუ-ჰემპშირის, მასაჩუსეტსისა და პენსილვანიის შტატებსაც დაატყდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია