"საბას" მფლობელი ზარალსა და ხანძრის ახალ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს

"საბას" მფლობელი ზარალსა და ხანძრის ახალ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს

სავაჭრო ცენტრ "საბას" მფლობელი ხანძრით მიყენებულ ზარალსა და ხანძრის ახალ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო ცენტრის მფლობელმა, პაატა კაჭარავამ

განუცხადა, პირველადი მონაცემით, ზარალის ოდენობა 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.

"ამ დროისთვის, ჩვენი მონაცემებით, ზარალი 6 მილიონ ლარამდეა. აქედან 3 887 000 ლარის ზარალი უშუალოდ კომპანიას მიადგა, 2 მილიონი კი - მოვაჭრეებს. თუმცა, ეს არ არის ბოლო მონაცემები. კომისია აგრძელებს სამუშაოებს და ზუსტი ოდენობა ზარალის ალბათ ორ კვირაში გვეცოდინება", - აღნიშნა კაჭარავამ.

გარდა ამისა, კაჭარავა ახალ ვერსიაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე ავეჯის ბაზრობა იხსნება, საიდანაც "საბას" მეიჯარეებს გადასვლას სთავაზობდნენ.

"დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იხსნება ავეჯის ბაზრობა. რამდენიმე ობიექტი, თუ არ ვცდები, იქ უკვე არის. იქიდან მოდიოდნენ ჩვენს მოვაჭრეებთან და გადასვლას სთავაზობდნენ, რაზეც უარი მიიღეს. მაქვს ერთ-ერთი ვერსია, რომ მომხდარი შესაძლოა, ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. ჩემი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ავეჯის ბაზრობისთვის ფართს შპს "დინამო არენა" ფლობს", - აღნიშნა კაჭარავამ.

ამასთან, მისივე თქმით, ჯერ დაზუსტებით ვერ იტყვის, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ხანძარი 26 თებერვალს.

"გამოძიებას ყველა ინფორმაცია მივაწოდე. მიმდინარეობს გამოძიება, დავიკითხე მეც და ცენტრთან დაკავშირებული ყველა პირი. ფაქტია, რომ დივერსია მოხდა", - აღნიშნა ცენტრის მფლობელმა.

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ძლიერი ხანძარი 26 თებერვალს გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით 6 ათასი კვდარატული მეტრი ფართობი.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია