ძლიერი შტორმი ბათუმში - ფოტორეპორტაჟი (+11 ფოტო)

ძლიერი შტორმი ბათუმში - ფოტორეპორტაჟი (+11 ფოტო)

აჭარაში ზღვის ღელვა გაძლიერდა და შტორმის სიმძლავრე ამ დროისთვის 5 ბალს აჭარბებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება , ამის შესახებ განცხადება აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში გაკეთდა.

ზღვის ტალღები გზის სავალ ნაწილამდე აღწევს. ძლიერი ღელვის გამო ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვიდან ქვიშა გადმოიყარა. ბულვარში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

აეროპორტის გზატკეცილზე კი შტორმმა საფეხმავლო ბილიკი დააზიანა.

ძლიერმა ქარმა ბრცხანის დასახლებაში ევკალიპტის ხე მოგლიჯა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მოგლეჯილი ხე ორ ავტომობილს დაეცა და დააზიანა.

ნინო ხოზრევანიძე, AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია