ცოტნე დადიანის ქუჩა N18-ში ძლიერმა ქარმა ნაძვი მოგლიჯა. ხე სანახევროდ წაქცეულია, რის გამოც, იგი გამვლელებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართლადამცავები, რომლებსაც ტერიტორია ამკრძალავი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და პერიმეტრზე მოქალაქეებს გავლას უკრძალავენ.
ამ დროისთვის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ხეს ჭრიან. სანახევროდ წაქცეული ხე #4 საჯარო სკოლის სიახლოვეს მდებარეობს.