ანა მარგველაშვილის გამო მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება

ანა მარგველაშვილის გამო მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრების ცხოვრება არჩევნების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოხვდა. ყურადღების ცენტრშია მისი ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ანა მარგველაშვილი ბაჩო სირაძეზე იყო შეყვარებული, ინტერნეტში მათი ფოტოებიც გავრცელდა. ბაჩო სირაძე სოლოლაკში, ასათიანის ქუჩაზე ცხოვრობს და 25 წლის არის. ჩვენი წყაროს ცნობით, მაშინ, როცა ინტერნეტში ანას და ბაჩოს ფოტოები გავრცელდა, წყვილი უკვე დაშორებული იყო. ამის მიზეზი კი მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის და ბაჩო სირაძის დაპირისპირება გახდა.

დაპირისპირება გოგოჭურს და სირაძეს შორის ანა მარგველაშვილის გამო მოხდა. ამბობენ, რომ ზაფხულში ანას და ბაჩოს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში რამდენიმე თვის წინ მოხდა, რომელშიც სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ანა ლოლაძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია