ტრა­გე­დია ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო­ში - "მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა, ექი­მებ­მა მარ­ტო დამ­ტო­ვეს, მიშ­ვე­ლე­ო"

ტრა­გე­დია ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო­ში - "მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა, ექი­მებ­მა მარ­ტო დამ­ტო­ვეს, მიშ­ვე­ლე­ო"

ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი 29 წლის მზე­ვი­ნარ შა­ი­ნი­ძის ახ­ლობ­ლე­ბი ექი­მებს უყუ­რადღ­ე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"მე­უღ­ლე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დრ­ო­უ­ლად მი­ვიყ­ვა­ნე. ექიმ­მა მითხ­რა, რომ ერთ სა­ათ­ში და­ეწყ­ე­ბო­და მშო­ბი­ა­რო­ბა, შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბის შემ­თხე­ვა­ში კი სა­კე­ის­რო კვე­თა გახ­დე­ბო­და სა­ჭი­რო. სა­კე­ის­რო კვე­თის თან­ხმო­ბა­ზე ხე­ლი მო­ვა­წე­რე და გა­მო­ვე­დი. გა­ვი­და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი და მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა - მიშ­ვე­ლე, გა­და­მარ­ჩი­ნე, ექი­მე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ისევ მარ­ტო დამტოვეს და ცუ­დად ვა­რო. ავე­დი ექიმ­თან და გა­ვაფ­რთხი­ლე, ყუ­რადღ­ე­ბა მი­ექ­ცი­ათ. კი­დევ რამ­დე­ნი­მე წუ­თი გა­ვი­და და მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა, ისევ არ შე­მო­სუ­ლან და ცუ­დად ვა­რო, ამ დროს მას­თან შე­ვი­და ექ­თა­ნი და ტე­ლე­ფონ­ში ასე­თი რამ მო­მეს­მა: - შენ გა­და­რე­კე და უთხ­ა­რი, მარ­ტო ვა­რო?... პა­ცი­ენ­ტი მარ­ტო და­ტო­ვეს, შემ­დეგ კი საქ­მის "გარჩე­ვა" და­უწყ­ეს. გა­მა­გე­ბი­ნეს, რომ ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი და­ბა­ლი ჰქონ­და და სის­ხლის გა­დას­ხმა იყო სა­ჭი­რო. გა­და­უს­ხეს სის­ხლი, ჩა­ტარ­და სა­კე­ის­რო კვე­თა და გო­გო­ნა მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. ჩვენ კი წა­ვე­დით და ბავ­შვის და­ბა­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად აღ­ვნიშ­ნეთ. გვი­ან ღა­მით ისევ დავ­რე­კე მე­უღ­ლეს­თან, მაგ­რამ არ მი­პა­სუ­ხა, ვი­ფიქ­რე, რომ ეძი­ნა.

გამ­თე­ნი­ი­სას და­მი­რე­კა და მითხ­რა, ცუ­დად ვარ და სას­წრა­ფოდ მოდიო. მი­ვე­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ექიმ­მა მითხ­რა, რომ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა და საშ­ვი­ლოს­ნოს ამო­ღე­ბა იყო სა­ჭი­რო. ვფიქ­რობ, ჩე­მი მე­უღ­ლე უყუ­რადღ­ე­ბოდ დარ­ჩა, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი და­უ­ვარ­და და სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა. ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ საშ­ვი­ლოს­ნოს ამოჭ­რიდ­ნენ, თუმ­ცა გა­მა­გე­ბი­ნეს, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და და­ი­ღუ­პა­ო", - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე მე­რაბ დი­ა­სა­მი­ძე.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია