ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში კედლის ჩამონგრევისას მამაკაცი დაშავდა

ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში კედლის ჩამონგრევისას მამაკაცი დაშავდა

ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში კედელი ჩამოინგრა და მამაკაცი დაშავდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კედლის ჩამონგრევის დროს მამაკაცი ქუჩაზე გადადიოდა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"როგორც კი ჩამოინგრა, მაშინვე დავრეკეთ სასწრაფოში, თუმცა სასწრაფომ ძალიან დაიგვიანა, ამიტომაც მამაკაცის მდგომარეობა გართულდა, " -აცხადებენ თვითმხილველები.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge