ქუთაისში გაუჩინარებული გოგონას საქმის დეტალები

ქუთაისში გაუჩინარებული გოგონას საქმის დეტალები

ქუთაისში გაუჩინერებული 12 წლის მარიამ სულაბერიძის ძებნას ოჯახი სამართალდამცავებსა და საზოგადოებას სთხოვს.

მარიამ სულაბერიძე ოჯახის ერთადერთი შვილია. ის ქუთაისის #24 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში სწავლობს. როგორც გოგონას დედა ეთერ გვენეტაძე აცხადებს, მან იცოდა, რომ მოზარდს შეყვარებული ჰყავდა და წერდა, ამიტომ ტელეფონი წაართვა. მისივე თმით, მარიამს სკოლაში სიარული არ უყვარდა.

24-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, ელისო ჩხიტუნიძის განცხადებით, მარიამი სკოლაში განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდა და თავისებური ბავშვი იყო. ჩხიტუნიძისვე თქმით, მასწავლებლებს მასთან თბილად და ღიმილით უნდა ესაუბრათ.

12 წლის მარიამ სულაბერიძის გაუჩინარების ფაქტს ქალაქის პოლიციის მეხუთე განყოფილება იძიებს. პოლიციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ამჟამად მასალების მოკვლევის ეტაპზე არიან.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია