ვანკუვერის ოლიმპიადისთვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ხარჯვის შემსწავლელმა კომისიამ დარღვევები აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტო ”იტარ-ტასი” იუწყება.
ვიცე პრემიერ ალექსანდრე ჟუკოვის განცხადებით, გამოვლინდა ფინანსური დარღვევების მთელი რიგი და ის, რომ ოლიმპიადისათვის საჭირო საშუალებები არასწორად განაწილდა. ”არსებობს პირდაპირი ფინანსური დარღვევები, რაც მომავალში სამართალდამცავი ორგანოების განხილვის საგანი გახდება”, - აღნიშნა ჟუკოვმა. მისივე თქმით, სპორტული სისტემის გაუმჯობესება და ამ მხრივ ხარჯების ეფექტური განაწილება აუცილებელია.
კანადის ქალაქ ვანკუვერში, სადაც 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადა გაიმართა, სავარჯიშო დაშვების დროს ქართველი სპორტსმენი, 21 წლის მოციგავე, ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. უბედური შემთხვევის შემდეგ უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე რეკონსტრუქცია განხორციელდა. ბეტონის კედელი, რომელსაც ქართველი სპორტსმენი შეეჯახა, ხისა და რბილი საფარით დაიფარა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სპორტსმენის დაღუპვის შემდეგ ოლიმპიური ტრასაც დაამოკლეს.