სანდრო იაშვილი ყარაგანდაში ისინჯება

სანდრო იაშვილი ყარაგანდაში ისინჯება

გასულ სეზონში რუსთავის “ოლიმპთან” ერთად საქართველოს ჩემპიონატის მომგები სანდრო იაშვილი ყარაგანდის “შახტიორში” ისინჯება. ამის შესახებ ყაზახური

ინტერნეტ-გამოცემა sports-ი იუწყება.

იაშვილის სატრანსფერო უფლებები რუსული პრემიერლიგის კლუბ მაჰაჩყალის “ანჟის” ეკუთვნის და 25 წლის თავდამსხმელი რუსთავში იჯარით თამაშობდა, რომლის ამოწურვის მერე, ყაზახურ კლუბს მიაშურა. ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნახევარში, მან “ოლიმპში” 13-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.

ყარაგანდის “შახტიორი” ყაზახეთის ჩემპიონატში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ, 33 ქულით, მესამე ადგილზეა. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყარაგანდელებს დაპირისპირება პოლონეთის “რუხთან” მოუწევთ.

სხვათა შორის, “შახტიორში” რამდენიმე წლის წინ, ვიტალი დარასელია, გიორგი გაბიდაური, ლევან მელქაძე და ლაშა ნოზაძე თამაშობდნენ, ხოლო 2007-2008 წლების სეზონში გუნდის მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი მუშაობდა.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო