კალაძე: “დაბერდიო, არადა, იეპესი ჩემზე ორი წლით დიდია”

კალაძე: “დაბერდიო, არადა, იეპესი ჩემზე ორი წლით დიდია”

იტალიურ “მილანს” კახა კალაძის გუნდში დატოვების სურვილი არ აქვს, თუმცა ქართველი მცველი მაინც იმედოვნებს, რომ “როსონერის” ახალ თავკაც მასიმილიანო

ალეგრის ნდობას მოიპოვებს.

“აქედან წასვლის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მინდა დავამტკიცო, რომ მაღალ დონეზე თამაში კიდევ შემიძლია. შარშან თავისუფლად შემეძლო რომში ან ფლორენციაში გადაბარგება, მაგრამ ადრიანო გალიანიმ და ლეონარდომ დარჩენა მთხოვეს.

დავრჩი, მაგრამ არ მათამაშებდნენ, რისი მიზეზიც არ ვიცი. დღეს კი ამბობენ, კალაძე  დაბერდაო. ცნობისთვის, მარიო იეპესი ჩემზე ორი წლით უფროსია” – განუცხადა კახამ  Corriere della Sera-ს.

შეხსენებისთვის, კოლუმბიელი მარიო იეპესი “მილანმა” ამ ზაფხულს შეიძინა იტალიური “კიევოდან”. იეპესი კალაძის ამპლუის ფეხბურთელია.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო