შვედეთში შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის “სპარტაკმა” “გიოტებორგს” 3:1 სძლია ტესტ-მატჩში. მოსკოველთა ქართველმა შემტევმა ჯანო ანანიძემ 80 წუთი ითამაშა და
საუკეთესო იყო მინდორზე:
გარდა იმისა, რომ ანანიძემ 49-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი შეაგდო, რამდენჯერმე თანაგუნდელებს შეუქმნა მომენტები და საერთოდ, შვედმა გულშემატკივრებმა ქართველისადმი ტაში არ დაიშურეს. მე-80 წუთზე, როცა ჯანო შეცვალეს, ტრიბუნებს უკმაყოფილების გამომხატველმა სტვენამ გადაუარაო.
ეს რუსული livejournal-ის ინფორმაციით.
17 წლის ქართველის გოლი ასეთი იყო: საჯარიმოს გარედან, დაახლოებით 20 მეტრიდან ცხრიანში დაურტყა “გიოტებორგის” მეკარეს.