120 წუთიანი ძალიან დაძაბული და საინტერესო შეხვედრა დასრულდა. დასრულდა იგი ესპანეთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით. ფინალში, რომელსაც მსოფლიოს ახალი ჩემპიონი უნდა გამოევლინა, მეტოქეს ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა აჯობა და ნანატრ ჯილდოს ისტორიაში პირველად დაეუფლა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-2 დამატებითი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაიტანა ფეხბურთლმა, რომელიც მეტოქეთა კარის აღებით ხშირად ნამდვილად არ გამოირჩევა - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის გმირად ანდრეს ინიესტა იქცა. ინიესტას გოლამდე, დამატებით ტაიმებში, თვალსაჩინო უპირატესობას ესპანეთის ნაკრები ფლობდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წოდებაც სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს.
იოჰანესბურგი, "სოკერ სიტი სთედიუმი" 98490
ჰოლანდია-ესპანეთი დ.დ. 0:1 (0:0)
ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონხორსტი (ბრააფჰაიდი 105), ვან ბომელი, დე იონგი (ვან დერ ვაარტი 99), რობენი, სნეიდერი, კუიტი (ელია 71), ვან პერსი
მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი
ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი, რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა, ბუსკეტსი, ალონსო (ფაბრეგასი 87), პედრო (ნავასი 60), ხავი, ინიესტა, ვილია (ტორესი 106)
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
გოლი: 0:1 ინიესტა (116)
გაფრთხილება: ვან პერსი 15, ვან ბომელი 22, დე იონგი 29, ვან ბრონხორსტი 54, ჰეიტინგა 56, რობენი 84, ვან დერ ვილი 111, მატიისენი 117 – პუიოლი 17, რამოსი 23, კაპდევილა 67, ინიესტა 118, ხავი 120+1
გაძევება: ჰეიტინგა 109
მსაჯი: ჰოვარდ უები