ალექსანდრიას ტურნირს ტრიო ლიდერობს

ალექსანდრიას ტურნირს ტრიო ლიდერობს

ნანა ალექსანდრიას მშობლიურ ქალაქ ფოთში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე, უფროსებს შორის მე-3 ტურის პარტიები გათამაშდა. შეგახსენებთ, რომ ტურნირში საქართველოს, ერაყის, აზერბაიჯანისა და სომხეთის 70-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

ასპარეზობას ლევან ფანცულაიას, კონსტანტინე შანავასა და შოთა აზალაძის ტრიო ლიდერობს, მათ, შესაბამისად, ჰუსეინ ალ-ალი (ერაყი), ზურაბ ჯავახაძე და დავით ლორთქიფანიძე დაამარცხეს.

IV-VIII ადგილებს ინაწილებენ გაიოზ ნიგალიძე, დავით ზარქუა, დავით ლომსაძე, ზაურ მამადოვი (აზერბაიჯანი) და ტიგრან კოტანჯიანი (სომხეთი), რომლებმაც 2,5-2,5 ქულა დააგროვეს.

მე-4 ტურში დიდ ინეტერესს იწვევს პარტია, სადაც ერთმანეთს მარადოვი და კოტანჯიანი ხვდებიან.

მე-3 ტურის ტექნიკური შედეგები ლიდერთა მონაწილეობით:

ჰუსეინ ალ-ალი - ლევან ფანცულაია 0:1; კონსტანტინე შანავა - ზურაბ ჯავახაძე 1:0; დავით ზარქუა - გაიოზ ნიგალიძე 0,5:0,5; დავით ლორთქიფანიძე - შოთა აზალაძე 0:1; ტიგრან კოტანჯიანი - ლიასან ალი 1:0; ზაურ მამადოვი - მადონა ბოკუჩავა 1:0; დავით ლომსაძე - გიორგი ნიკოლაშვილი 1:0.

მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი ლიდერთა მონაწილეობით: ლევან ფანცულაია (3) - კონსტანტინე შანავა (3), შოთა აზალაძე (3) – გაიოზ ნიგალიძე (2,5), ზაურ მამადოვი (2,5) - ტიგრან კოტანჯიანი (2,5), დავით ლომსაძე (2,5) - დავით ზარქუა (2,5).

როლანდ ლაბუჩიძე

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო