ჩინეთი სუპერკომპიუტერული ზესახელმწიფო ხდება

ჩინეთი სუპერკომპიუტერული ზესახელმწიფო ხდება

ჩინური სუპერკომპიუტერი მსოფლიოს 500 ყველაზე ძლიერ კომპიუტერთა სიის პირველ ათეულში შევიდა.სია ჰამბურგში გამართულ სუპერკომპიუტერთა ნაციონალურ კონფერენციაზე გამოაქვეყნეს.

შენჩჟენის სუპერკომიუტერთა ნაციონალური ცენტრის მიერ შექმნილმა კომპიუტერმა - Nebulae ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერების რეიტინგში,  მეორე ადგილი დაიკავა. რეიტინგს ორ წელიწადში ერთხელ ადგენენ.

ყველაზე ძლიერი კომპიუტერების "ჰიტ-აღლუმში" პოზიციებს კვლავ აშშ ინარჩუნებს. ამ სიაში სუპერკომპიუტერთა შორის ყველაზე ძლიერი Jaguar პირველ ადგილს იკავებს. Jaguar-ი წამში 2,33 პეტაფლოპს ასრულებს. პეტაფლოპი წამში განხორციელებული ათასი ტრილიონი ოპერაციის ტოლია.

ამგვარ კომპიუტერებს ასტროფიზიკის, კლიმატის კვლევისა და ბირთვული ენერგეტიკის დარგში მომუშავე მეცნიერები იყენებენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)