კიბერუსაფრთხოების საკითხებში პენტაგონის ახალი ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა, კიბერსივრცეში თავდახმების შეზღუდვის შესახებ რუსეთთთან მოლაპარაკებების წარმოებას მხარი დაუჭირა. როგორც გაზეთი The Wall Street Journal წერს, ეს ამერიკის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
"აშშ წლების განავლობაში უგულვებელყოფდა რუსეთის წინადადებას კიბერშეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. კიბერშეიარაღებაში ისეთი პროგრამები მოიაზრება, რომლებსაც მოწინააღმდეგის კომპიუტერული სისტემების დაზიანება შეუძლია. აშშ ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა, პირველ ყოვლისა, კიბერსივრცეზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას უნდა დაფუძნებოდა", - იხსენებს სტატიის ავტორი შივონ ჰორმანი.
"რუსეთის შეთავაზება, როგორც ჩანს, საერთაშორისო დებატების დაწყებისთვის სტიმული აღმოჩნდა, - ამის თაობაზე ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გენერალმა კიტ ალექსანდერმა განაცხადა, - ეს არის წინადადება, რომელიც ჩვენ გულდასმით უნდა განვიხილოთ".
"გენერალ ალექსანდერის განცხადება მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნასთან დაკავშირებით გაკეთებული პირველი საჯარო კომენტარია", - ნათქვამია სტატიაში. მისი თქმით, ადმინისტრაციამ რუსული წინადადება უნდა მიიღოს და საპასუხო შეთავაზებაც მოამზადოს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.