"პანასონიქსმა" ყველაზე მსუბუქი HD-ვიდეოკამერა წარმოადგინა

"პანასონიქსმა" ყველაზე მსუბუქი HD-ვიდეოკამერა წარმოადგინა

"პანასონიქსმა" პორტატული ვიდეოკამერა HDC-TM35 წარმოადგინა. როგორც კორპორაციაში ირწმუნებიან, ის ყველაზე მსუბუქია იმ აპარატთაგან, რომლებსაც მაღალი ხარისხის ვიდეოს გადაღება შეუძლიათ. კამერა ბატარეებთან ერთად სულ 185 გრამს იწონის.

ახალი კამერა აღჭურვილია გამოსახულების სტაბილიზატორითა და გამადიდებელი ლინზებით, რომელიც გამოსახულებას 23-ჯერ ადიდებს. კამერა მაღალი ხარისხის ვიდეოს 1080i ფორმატში იწერს. ორარხიან მიკროფონს, რომელიც სტერეო რეჟიმში იწერს ხმას, შეუძლია ქარის ხმის ჩახშობა.

ამასთან, კამერას ახლავს 2,7 დიუმიანი თხევადკრისტალური ეკრანი. ვიდეოს კი იწერს მახსოვრობის კარტებზე SD, SDXC და SDHC, რომელთა მოცულება 32 გიგაბაიტია. აკუმულატორები საათსა და 45 წუთიან გადაღებას ყოფნის.

იაპონიაში კამერა ივლისიდან გაიყიდება და 824 აშშ დოლარი ეღირება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)