ფაბრიკაში თვითმკვლელობის გახშირებამ iPad-ის მწარმოებლებს ხელფასების გაზრდა გადააწყვეტინა

ფაბრიკაში თვითმკვლელობის გახშირებამ iPad-ის მწარმოებლებს ხელფასების გაზრდა გადააწყვეტინა

ტაივანურმა კომპანიამ Foxconn, რომლის ფაბრიკაშიც  Apple-ის პროდუქცია (მათ შორის iPad და iPhone) იწარმოება, გადაწყვიტა, ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში არსებული საწარმოს თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდოს.

ამის მიზეზი კი ფაბრიკაში დასაქმებულთა შორის თვითმკვლელობის გახშირებული შემთხვევები გახდა. მარტო წელს უკვე მეათე თანამშრომელმა ამ გზით დაასრულა სიცოცხლე.

სავარაუდოდ, Foxconn-ის თანამშრომლებს 1 ოქტომბრამდე 70 პროცენტით გაუზრდიან ჯამაგირს (176-დან 299 დოლარამდე).

მომატებული ხელფასის მიღებამდე მოსამსახურეებს სამთვიანი გამოსაცდელი ვადა მიეცემათ, რომლის დროსაც ფაბრიკის ხელმძღვანელობა მათი შრომის ეფექტიანობას შეაფასებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით. 

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)