რუმინელმა მეცნიერებმა გამოიგონეს CD დისკი, რომელიც 1 პეტაბაიტს დაიტევს

რუმინელმა მეცნიერებმა გამოიგონეს CD დისკი, რომელიც 1 პეტაბაიტს დაიტევს

კომპანიაში Storex Technologies, რომელიც 2007 წელს რუმინელმა მეცნიერმა ეუჟენ პაველმა დააარსა, ირწმუნებიან, რომ გამოიგონეს ტექნოლოგია 1 პეტაბაიტიანი (1 048 576 გიგაბაიტი) მეხსიერების დისკის შესაქმნელად.

კარპატელ მეცნიერთა გენიალური გამოგონება დაფუძნებულია დისკზე ძალიან ბევრი და თხელი ფენის გამტარების გამოყენებაზე. გამტარისთვის ფლუორესცენტულ მასალებს გამოიყენებენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლესი დისკი, რომელზე არსებული ინფორმაციის მოხმარების სიჩქარეც ჩვეულებრივი DVD-ის ანალოგიური იქნება, 5000 წლის განმავლობაში იქნება ვარგისი.  

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)