ჰონკონგში ვირტუალური სასაფლაო გაიხსნა

ჰონკონგში ვირტუალური სასაფლაო გაიხსნა

ჰონკონგის ხელმძღვანელობამ ინტერნეტში ვირტუალური სასაფლაო გახსნა.

ჩინური ტრადიციით, გარდაცვლილთა გახსენება, სულ ცოტა, წელიწადში ორჯერაა საჭირო. პრობლემა კი ისაა, რომ ჰონკონგში დაკრძალულთა  ჭირისუფალების ნაწილი ჩინეთის სხვადასხვა კუთხეში, ან საზღვარგარეთ ცხოვრობს და არ აქვს საშუალება გარდაცვლილი ახლობლების საფლავები თუნდაც წელიწადში ერთხელ მოინახულოს.

ამიერიდან ჭირისუფლებს მიეცემათ საშუალება, უფასოდ შექმნან ვერ-გვერდი, რომელსაც გარდაცვლილ ახლობელს მიუძღვნიან. ვებ-გვერდზე განთავსდება ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ, ფოტოებისა და ვიდეოების თანხლებით.

ინტერნეტ-სასაფლაოს სტუმრებს შეეძლებათ მწუხარების გამოთქმა, გარდაცვლილისთვის განსაკუთრებული პატივის მიგებას კი ვირტუალური ყვავილებით, სანთლებით, ხილითა და სხვა, მათთვის ტრადიციული საშუალებებით მოახერხებენ.

ინტერნეტ-სასაფლაო, რომლის გაკეთება ჰონკონგის ბიუჯეტს 130 ათას დოლარამდე დაუჯდა, 100 ათას მომხმარებელზეა "გათვლილი".

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)