ნეტბუქებზე Windows XP-ის დაყენების დრო წავიდა

ნეტბუქებზე Windows XP-ის დაყენების დრო წავიდა

კორპორაცია Microsoft-ში განაცხადეს, რომ 22 ოქტომბრიდან ნეტბუქების მწარმოებლებს ოპერაციული სისტემა Windows XP-ით სარგებლობას აუკრძალავენ. სანაცვლოდ Microsoft ნეტბუქების ყველა მწარმოებელს, რომელიც აქამდე Windows XP-ის იყენებდა, Windows 7-ზე გადასვლას სთავაზობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ОС Windows-ის უკანასკნელი ვერსია მწარმოებლებისთვის 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი და ის აშშ-ის ბაზარზე ნეტბუქების 81%-ს უკვე ათვისებული აქვს.

კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ წელს 13 ივლისიდან იმ ОС Windows XP-ის მხარდაჭერა შეწყდება, რომელსაც SP2 განახლების პაკეტი აქვს. Microsoft მომხმარებლებს ურჩევს ისარგებლონ პაკეტით - SP3, რომლის მხარდაჭერას კომპანია 2014 წლის აპრილამდე უზრუნველყოფს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)