კომპანიამ Toshiba ახალი მინი-ნოუთბუქი წარმოადგინა

კომპანიამ Toshiba ახალი მინი-ნოუთბუქი წარმოადგინა

კომპანიამ Toshiba წარმოადგინა მინი-ნოუთბუქი Libretto W100 ორი სენსორული ეკრანით. 1024X600 პიქსელიანი ეკრანები 7 დიუმისაა, გაშლილ მდგომარეობაში ერთად კი 10 დიუმიან ეკრანს შეადგენენ.

ნოუთბუქში ОС Microsoft WIndows იქნება ჩატვირთული, ტექსტზე მუშაობა კი შესაძლებელი იქნება ვირტუალური კლავიატურის მეშვეობით, რომელიც ერთ-ერთ მონიტორზე გამოისახება. W100 გამოსადეგი იქნება ელექტრონული წიგნების საკითხავადაც.

W100 მუშაობს  Intel CULV-ის პროცესორის ბაზაზე და 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება აქვს. ავტონომიურ რეჟიმში მინი-ნოუთბუქი 2 საათს იმუშავებს, დამხმარე აკუმულატორის გამოყენებით კი ეს დრო 4 სთ-მდე გაიზრდება.

იაპონიაში Toshiba-ს ახალი მინი-ნოუთბუქი ამ წლის აგვისტოდან გაიყიდება. ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)