იტალიელებმა წყალქვეშა იახტა შექმნეს

იტალიელებმა წყალქვეშა იახტა შექმნეს

დიზაინერებმა მარინა კოლომბომ და სებასტიანო ვიდამ საზოგადოების სამსჯავროზე ახალი წყალქვეშა ნავი გამოიტანეს, რომელიც ჯეიმს ბონდის ფანტასტიკურ მობილს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე იახტას.

ტრადიციული წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით, U-010 გაწყობილია სასეირნო გემბანით, შეზლონგებით, დივანებითა და აკვაბაიკების პანდუსით. იახტის ბორტზე განთავსებულია მინი-სუბმარინიც.

66,5 მეტრი სიგრძის იახტა, რომელიც დიზელ-ელექტრონული ძრავით გადაადგილდება, შექმნილია წყლის სიღრმეში კომფორტული მოგზაურობისთვის. ულტრათანამედროვე დიზაინი, კონცეპტუალური ფორმები, უახლესი აღჭურვილობა და ტექნიკური სისტემები განაპირობებს მცურავი საშუალების მოხერხებულ და უსაფრთხო გადაადგილებას, როგორც წყალქვეშ, ისე წყლის ზედაპირზე.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)