კომპიუტერი ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ დეგრადაციას

კომპიუტერი ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ დეგრადაციას

ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვს კომპიუტერი სულაც არ ეხმარება განვითარებაში. პირიქით, მისი აზროვნების დეგრადაციას უწყობს ხელს. მათივე თქმით, კომპიუტერი მნიშვნელოვნად აუარესებს მოზარდის კითხვისა და ანგარიშის უნარს. 

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 10-დან 14 წლამდე 150 ათასი ბავშვი შეისწავლეს. მკვლევარებმა მოსწავლეები ორ ნაწილად დაყვეს - ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ კომპიუტერი და რომლებსაც არ ჰქონდათ. სავალალო შედეგები განსაკუთრებით კითხვასა და მათემატიკაში გამოიკვეთა.

მკვლევართა თქმით, მოსწავლეები, რომლებსაც შინ კომპიუტერი აქვთ, გაცილებით ნაკლებ დროს უთმობენ გაკვეთილების მომზადებას. სამაგიეროდ დიდ დროს ატარებენ ინტერნეტში, თამაშობენ და ჩათაობენ.

მომზადებულია utro.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)