ამერიკელი მეცნიერები დაადგენენ, რა ზიანი მოაქვს iPhone-ს და iPad-ს

ამერიკელი მეცნიერები დაადგენენ,  რა ზიანი მოაქვს iPhone-ს და  iPad-ს

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა 1,2 მილიონიანი გრანტი მიიღო, რათა დადგინდეს იმ ფიზიკური დატვირთვის ხარისხი და თავისებურება, რაც მულტისენსორულ აპარატებზე მუშაობას ახლავს.

ჯგუფი დაკომპლექტებულია ერგონომიისა და კინეზიოლოგიის სპეციალისტებით. ასევე იმ მკვლევარებით, რომლებიც ადამიანზე კომპიუტერის გავლენას შეისწავლიან. ჯგუფს ბიომედიცინური ინფორმატიკის პროფესორი კენევ კეოლი უხელმძღვანელებს.

თავდაპირველად მეცნიერები გულდასმით დააკვირდებიან, რამდენად მოქმედებს მულტისენსორულ აპარატებზე ხანგრძლივი მუშაობა ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. შემდგომი ეტაპისთვის მეცნიერები შეიმუშავებენ ბიომექანიკურ მოდელებს, რომელთა მეშვეობით დადგინდება, რა სახის ფიზიკურ დატვირთვას იღებს ხელი აპარატებზე მუშაობისას.

უკვე დადგენილია, რომ ელექტრონული აპარატურის ზოგიერთი სახეობაზე ხანგრძლივი მუშაობა შეიძლება გახდეს ხელის კუნთის დისფუნქციის მიზეზი. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ SMS-გზავნილების მოყვარულ 16 წლის ამერიკელ გოგონას, რომელიც თურმე დღეში, საშუალოდ, 100 შეტყობინებას აგზავნიდა, ხელის მტევნის ნერვული დაბოლოებების დაზიანება აღენიშნა. 

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)