გერმანული თანამგზავრი დედამიწის ზედაპირის სამგანზომილებიან რუქას შექმნის

გერმანული თანამგზავრი დედამიწის ზედაპირის სამგანზომილებიან რუქას შექმნის

ახალი თანამგზავრი TanDEM-X, რომელიც გერმანული რადარითაა აღჭურვილი, ორბიტაზე რუსული რაკეტა "დნეპრით" ბაიკანურის კოსმოდრომიდან გაუშვეს. თანამგზავრის მიზანი დედამიწის ზედაპირის ყველაზე ზუსტი და სრულყოფილი სამგანზომილებიანი რუქის შექმნაა.

უახლესი გერმანული რადარით აღჭურვილი თანამგზავრი მისიას ანალოგიურ თანამგზავრთან TerraSAR-X ერთად შეასრულებს, რომელიც 2007 წელს გაუშვეს. ორივე თანამგზავრი 2 მეტრზე ნაკლები სიზუსტით დააფიქსირებს მიწის ზედაპირის რელიეფურ ცვლილებებს.

თანამგზავრების მიერ მოწოდებულ რელიეფის ციფრულ მოდელს განსხვავებული დარგის სპეციალისტები გამოიყენებენ. მეცნიერებს მოდელი წაადგებათ როგორც მიწისძვრის წინასწარმეტყველებისთვის, ასევე სამხედრო ავიციაში საფრენი რუქების შესადგენად.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)