Facebook Inc. აზიისა და რუსეთის ბაზრების დაპყრობას აპირებს

Facebook Inc. აზიისა და რუსეთის ბაზრების დაპყრობას აპირებს

მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელის მფლობელი Facebook Inc. მომხმარებელთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას ეშურება და საამისოდ ჩინეთში, რუსეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ექსპანსიას აპირებს.  

ინტერნეტრესურსის ადმინისტრაცია არ მალავს, რომ განსაკუთრებული ძალისხმევით შეეცდება ამ ქვეყნებში აუდიტორიის მოზიდვას, თუმცა კონკრეტულად რა საშუალებებით, ამას Facebook Inc. ჯერ არ ამხელს.

"თუკი არ დავახანებთ და დავასწრებთ სხვებს, დიდია შანსი გავხდეთ კომპანია, რომელიც მილიარდ ადამიანს ერთ ქსელში გააერთიანებს", - განაცხადა Facebook-ის ხელმძღვანელმა.

რესურსის ადმინისტრატორთა იმედები საფუძვლიანია, რადგან Facebook-ის სხვადასხვა ენაზე ლოკალიზებული განყოფილებები სულ უფრო და უფრო მეტ ახალ მომხმარებელს იძენენ.

ამ დროისთვის Facebook-ში 500 მილიონი ადამიანია რეგისტრირებული.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)