მსოფლიოში უკვე 100 მილიონი სმარტფონი BlackBerry გაიყიდა

მსოფლიოში უკვე 100 მილიონი სმარტფონი BlackBerry გაიყიდა

კორპორაცია RIM-ის 2010 წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშით ირკვევა, რომ სამ თვეში 11,2 მილიონი სმარტფონი BlackBerry გაყიდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ერთი წლის განმავლობაში RIM-ის აბონენტთა რაოდენობამ 60%-ით, 46 მილიონამდე მოიმატა.

RIM-ის კვარტალურმა მოგებამ 768 მილიონი დოლარი შეადგინა, მისი  წლიური შემოსავალი კი 3,42 მილიარდიდან 4,24 მილიარდამდე გაიზარდა.

უახლოეს მომავალში RIM BlackBerry-ის ოპერაციულ სისტემას განაახლებს, წლის ბოლოს კი პლანშეტურ კომპიუტერს გამოუშვებს. ამით კორპორაცია  Apple-ის პირდაპირი კონკურენტი გახდება არა მარტო მობილური ტელეფონების წარმოებაში, არამედ პლანშეტების სეგმენტშიც. 

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)