რა არის საჭირო იმისთვის, რომ iPhone 4-მა მიღების სიგნალი არ დაკარგოს

რა არის საჭირო იმისთვის, რომ iPhone 4-მა მიღების სიგნალი არ დაკარგოს

კომპანიამ Apple გამოაქვეყნა ახალი ტელეფონის iPhone 4-ის მოხმარების ინსტრუქცია, სადაც აღწერილია აპარატის დეფექტთან გამკლავების საშუალება.

ახლახან აღმოჩნდა, რომ როცა ხელი აპარატის მარცხენა ქვედა კუთხეს ეხება, ტელეფონს მიღების სიგნალი ეკარგება.

კომპანიის ხელმძღვანელი სტივ ჯობსი iPhone 4-ის მფლობელებს ურჩევს, აპარატი ხელში სხვაგვარად დაიჭირონ: "ეცადეთ, ტელეფონი მარცხენა ქვედა კუთხით ისე არ დაიკავოთ, რომ ხელი კორპუსზე გარშემორტყმულ მეტალის ლენტს ორივე მხრიდან ეხებოდეს".

კომპანიის წარმომადგენლები მომხმარებლებს კიდევ ერთ საშუალებას - პლასტიკური შალითის ყიდვას სთავაზობენ, რომელიც აპარატის ანტენას ზემოქმედებისგან დაიცავს.

დეფექტთან დაკავშირებით Apple-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ნებისმიერი ტელეფონის ანტენის მუშაობის ხარისხი უარესდება, როდესაც მას ხელით ეხებიან”.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)