აღდგენილია ფაშისტების ლეგენდარული კომპიუტერი

აღდგენილია ფაშისტების ლეგენდარული კომპიუტერი

გერმანიაში აღადგინეს ლეგენდარული გამომთვლელი მანქანა Z3, რომელიც ისტორიაში პირველ კომპიუტერად ითვლება. მანქანის კონტსრუქცია 1941 წელს ინჟინერმა კონრად ცუზემ შექმნა, ახლა კი მისმა ვაჟმა ხორსტმა აღადგინა. Z3 მესამე მანქანა იყო, რომელიც ცუზემ გერმანელი სამხედროებისთვის შექმნა.

Z3 იყო ელექტრომექანიკური გამომთვლელი განსაზღვრული პროგრამირებით. მასში ჩამონტაჟებული იყო 2 ათასი ტელეფონის რელე, რომელთა უმეტესობა აპარატის მეხსიერებას განაპირობებდა. მთავარი კი ისაა, რომ Z3-ით შესაძლებელი იყო პროგრამირება. ცუზეს გამოგონება საკმაოდ დიდი - ორი წიგნების კარადის ტოლი იყო. მუშაობდა 5,3 ჰერცის სიხშირეზე და მოიხმარდა 4 კილოვატ ელექტროენერგიას.

ისტორიულ კომპიუტერს გერმანელები აეროდინამიკის კვლევით ინსტიტუტში 1943 წლამდე იყენებდნენ. ის მოკავშირეთა მიერ ბერლინის დაბომბვის შედეგად განადგურდა, თუმცა ცუზეს ამის გამო ფარხმალი არ დაუყრია და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მის ბაზაზე ახალი, უფრო სრულყოფილი გამომთვლელი მანქანა Z4 შექმნა.

ხორსტ ცუზეს თქმით, ისტორიული Z3-ის აღდგენით მან პატივი 1995 წელს გარდაცვლილ მამას მიაგო, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდა - ლამის ლიმუზინის ფასი. 

მომზადებულია www.utro.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)