გერმანიის ხელისუფლება Apple-ს სთხოვს, მისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ის ინფორმაცია, რომელსაც კომპანია iPhone-ისა და სხვა, GPS-ის მოდულით აღჭურვილი აპარატების მომხმარებლებზე ფლობს.
გერმანიის იუსტიციის მინისტრმა საბინა ლოიტხოიზერ-შნარენბერგერმა ერთ-ერთ ინტერვიუში შეშფოთება გამოხატა Apple-ის ბოლო ინიციტივების თაობაზე, რომელიც მომხმარებელთა ადგილმდებარეობაზე ცნობების შეგროვებას ეხება. მისი თქმით, GPS-ით აღჭურვილი აპარატების მფლობელებმა უნდა იცოდნენ, მათზე კონკრეტულად რა ინფორმაციას იღებს და ინახავს კომპანია.
მინისტრი იმედოვნებს, რომ Apple შესაბამისი უწყების თანამშრომლებს მონაცემთა ბაზის კონტროლის უფლებას მისცემს, რათა არ მოხდეს პიროვნების პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის კანონის დარღვევა. მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა უნდა გაარკვიონ, კონკრეტულად რა ინფორმაციას აგროვებს კომპანია მომხმარებლებზე და რამდენ ხანს ინახავს მას.
მინისტრის უკმაყოფილება მომხმარებელთა კონფიდენციალურობის საკითხში კომპანიის ახალმა პოლიტიკამ გამოიწვია, რომლის თანახმად, Apple-სა და მის პარტნიორებს შეუძლიათ შეაგროვონ და გამოიყენონ ინფორმაცია მომხმარებელთა ადგილსამყოფელის შესახებ. თანაც, ამ ინფორმაციის მიღება ანონიმურად მოხდება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.