პამელა ანდერსონმა მონაწილეობა მიიღო iPhonе-ისთვის სპეციალური ვიდეობმულის შექმნაში, რომელსაც Wakey Wakey (”ადექი, ადექი”) ჰქვია და მაღვიძარას ფუნქციას ასრულებს.
ვიდეორგოლი განსაკუთრებით ”ფლეიბოის” ვარსკვლავის თაყვანისმცემლებს აღაფრთოვანებს, რომლებსაც გამოღვიძების პროცესს საწოლში მონებივრე, საცვლების ამარა პამელა გაულამაზებს.
თავად ვარსკვლავი სკეპტიკურად უყურებს ვიდეობმულის შემქმნელთა ოპტიმიზმს. პამელამ აღიარა კიდეც, რომ ყოველთვის უჭირდა თავისი საწოლიდან მამაკაცების ”წამოგდება” და ვიდეორგოლის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
ვიდეობმული Wakey Wakey სულ რაღაც 1,99 დოლარი ეღირება.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.