კომპანია Google-მა გადაწყვიტა ჩინეთში ცენზურულ შეზღუდვებს "ახლებური მეთოდით" მიუდგეს.
აქამდე კომპანია ჩინეთიდან შემოსულ საძიებო მოთხოვნებს ჰონკოგში, საკუთარ ცენზურისგან თავისუფალ საიტზე ამისამართებდა, რითაც ჩინეთის ხელისუფლების ცენზურას გვერდს უვლიდა.
ამიერიდან კომპანია მეთოდს შეცვლის და პორტალზე ჩინეთიდან შემოსული მოთხოვნა ცალკე გვერდზე გადამისამართდება, საიდანაც ლინკის მეშვეობით ჰონკონგის საიტზე მოხვდება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ამ მეთოდით უპრობლემოდ გააგრძელებს ჩინეთში მუშაობას, სადაც Google-ს ლიცენზიის ვადა ამ დღეებში ეწურება.
ჩინეთში საძიებო პორტალების ბაზარზე Google მეორე ადგილს იკავებს. ჩინეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 5 წლის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ინტერნეტში იქნება ჩართული. დღეს კი ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.