კორპორაციამ Sony 535 ათას ნოუთბუქში Vaio წუნის არსებობის შესახებ გამოაცხადა, რამაც შესაძლოა აპარატის გადახურება გამოიწვიოს.
გადახურების საფრთხე 2010 წლის იანვარში გამოშვებული ნოუთბუქების სერიებს Vaio F11 და Vaio CW2 ემუქრება, - იუწყება კომპანიის საიტი.
ჯერჯერობით დეფექტზე საჩივრით კომპანიას მხოლოდ 39 მომხმარებელმა მიმართა. რამდენიმე მათგანის თქმით, გადახურებამ ნოუთბუქის კორპუსის დეფორმაცია გამოიწვია. ყველა შემთხვევა იაპონიის საზღვრებს გარეთ მოხდა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა იაპონური კორპორაცია თავის ნოუთბუქებში წუნის არსებობას აღიარებს. 2009 წლის გაზაფხულზე Sony-იმ 440 ათასი ნოუთბუქი უკან დაიბრუნა, რისი მიზეზიც სადენის დეფექტი იყო. კომპანიამ 2006 წელს მილიონი აკუმულატორი უკან გამოითხოვა, რომელიც ნოუთბუქებზე Sony Vaio გამოიყენებოდა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.