ახლახან კომპანიამ Samsung ახალი სენსორული, ორ სიმ-ბარათიანი სმარტფონი B7722 წარმოადგინა.
აპარატი 3,2-დიუმიანი, 240X400 პიქსელიანი დისპლეით არის აღჭურვილი. B7722-ს ასევე ახლავს ხუთმეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც ავტოფოკუსირების უნარი აქვს და 3G, Bluetooth 2.1 და Wi-Fi მოდულები.
ტელეფონზე მუშაობა შესაძლებელია ინტერფეისის ახალი ვერსიებით TouchWiz, TouchWiz 2.0 Plus.
სმარტფონი 105 გრამს იწონის. ლოდინის რეჟიმში აპარატს აკუმულატორი 420 საათის, GSM-ის ქსელებში საუბრისას კი - 12,5 საათის განმავლობაში ჰყოფნის. ევროპის ქვეყნებში მისი სავარაუდო ფასი 500 დოლარია.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.