იაპონელთა თითქმის ორ-მესამედს არ სურს თავისი "ჩვეულებრივი" ტელევიზორი სამგანზომილებიანი გამოსახულების მქონე აპარატურით შეცვალოს. ეს შედეგი გამოკითხვამ აჩვენა, რომელშიც 8957 ადამიანი მონაწილეობდა.
3D-ტელევიზორებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 67,4%-მა გამოხატა. მათგან 70% პროცენტმა მიზეზად სპეციალური სათვალის მორგების საჭიროება დაასახელა. 57%-მა ახალი ტელევიზორები მაღალი ფასის გამო დაიწუნა.
გამოკითხულთა მხოლოდ 31,2%-მა განაცხადა, რომ 3D-ტელევიზორის შეძენას აპირებს.
3D-ტელევიზორების მასობრივ წარმოებას ამჟამად კომპანიები: SAMSUNG, SONY, LG, SHARP და PANASONIC ახორციელებენ, ევროპაში ივნისში 25 ათასი ასეთი ტელევიზორი გაიყიდა. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ 2010 წელს მწარმოებლები 252 მილიონ ასეთი ტელევიზორს გაყიდიან.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.