აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების საიტებზე კიბერთავდასხმაში ჩრდილოეთ კორეას ბრალი არ მიუძღვის

აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების საიტებზე კიბერთავდასხმაში ჩრდილოეთ კორეას ბრალი არ მიუძღვის

ჩრდილოკორეელი ჰაკერები აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების საიტებზე 2009 წელს განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმაში უდანაშაულონი არიან. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გამოძიების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს, იუწყება Associated Press.

აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების საიტებზე DDoS-თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეის ჰაკერთა მონაწილეობის ვერსია ყველაზე დამაჯარებელი ჩანდა, რადგან მის კოდში გამოყენებული იყო კორეული ენა. ეჭვს ისიც ამძაფრებდა, რომ ამერიკულ საიტებზე შეტევის სქემის ანალოგიურად მოხდა სამხრეთ კორეის რესურსებზე თავდასხმაც.

აშშ-ის საიტებზე თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეის ჰაკერთა მონაწილეობის გამორიცხვა, ჯერჯერობით გამოძიების ერთადერთი გაცხადებული შედეგია. ძიებამ, რომელიც წელიწადია მიმდინარეობს, აქამდე ვერ დაადგინა, ვინ და რატომ დაესხა თავს აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების საიტებს.

კიბერთავდასხმა აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების საიტებზე 2009 წლის 4 ივლისს განხორციელდა. საერთო ჯამში, შეტევა 43 საიტზე, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ვებ-გვერდებზე მოხდა. მაშინ საიტთა ნორმალურ რეჟიმში მუშაობის აღდგენა სამი დღის შემდეგ მოხერხდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)