მაჰმუდ ახმადინეჯადმა ადამიანის მსგავსი რობოტი პირადად წარმოადგინა

მაჰმუდ ახმადინეჯადმა ადამიანის მსგავსი რობოტი პირადად წარმოადგინა

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა პირადად წარმოადგინა ირანელ მეცნიერთა მიერ შექმნილი ადამიანის მსგავსი რობოტი, - იუწყება AFP.

რობოტს ძველსპარსული გმირის პატივსაცემად Surena 2 დაარქვეს. მისი სიმაღლე 1,45 მეტრია და 45 კგ-ის იწონის.

ირანელ მეცნიერთა ნახელავი, გარკვეულწილად, 2000 წელს იაპონური კორპორაცია Honda-ს ინჟინრების ჰუმანოიდს Asimo-ს წააგავს.

Surena 2 ორ ფეხზე გადაადგილდება, წონასწორობისთვის კი ხელებსაც იყენებს. საერთო ჯამში, რობოტი ფეხის - 12, ხელის - 8 და თავის ორ სხვადასხვა მოძრაობას "ფლობს".

ინდონეზიური გამოცემის detikInet ცნობით, Surena 2-ის შექმნაზე 20 რობოტექნიკოსი კონსტრუქტორი მუშაობდა. სავარაუდოდ, რობოტი ადამიანებს რთული ამოცანების შესრულებისას ჩაანაცვლებს.

Surena 2 თავის სერიაში მეორეა. პირველი, Surena 1 ირანელებმა 2008 წელს შექმნეს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)