მობილური კომპიუტერების აზიელი მწარმოებლების ჯგუფმა, რომელთა შორისაა Acer და Asustek, ორგანიზაცია Institute of Electrical and Electronics Engineers-ის ინიციატივა მოიწონა, რომელიც სხვადასხვა ფირმის კომპიუტერთათვის საერთო სტანდარტების შექმნას ითვალისწინებს, - იუწყება Digitimes.
ნოუთბუქებისთვის დამტენი მოწყობილობების ერთიანი სტანდარტით წარმოების სურვილი უკვე გამოთქვეს ტაივანელმა მწარმოებლებმა, რომლებიც Quanta Computer-ს, Compal Electronics-ს, Wistron-ს, Pegatron Technology-ისა და Inventec-ს ელექტროკომპონენტებით ამარაგებენ.
ამრიგად, სხვადასხვა ფირმის ახალი ნოუთბუქები, ნეტბუქები და პლანშეტური კომპიუტერები დამტენის გარეშე გაიყიდება, მომხმარებლებს კი ერთი საერთო აპარატით შეეძლებათ ყველა მათგანის დამუხტვა.
იმ შემთხვევაშიც, თუკი მსოფლიოში ყველა მწარმოებელი შეთანხმდება კვების ბლოკეს საერთო სტანდარტის შექმნაზე, ახალი სისტემის აპარატურის გამოჩენა მაინც საკმაოდ გაჭიანურდება. მაგალითისთვის მობილური ტელეფონების შემთხვევაც გამოდგება, რომლის დამტენის ერთიან სტანდარტზე საუბარი წლებია მიმდინარეობს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.