ამერიკელ ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პრობლემები ჯერ კიდევ 5 ივლისს შეექმნათ, თუმცა ამის შესახებ აქამდე არ ცხადდებოდა, - იუწყება "Интерфакс".
მწყობრიდან ჟანგბადის გენერაციის სისტემა გამოვიდა, რის მიზეზადაც წნევის უეცარი ცვლილება სახელდება.
ამჟამად ამერიკელი ასტრონავტები ჟანგბადს რუსული სეგმენტიდან იღებენ.
ამერიკულ სეგმენტში ჟანგბადის გენერაციის სისტემის დაზიანებიდან მეორე დღეს ტუალეტი დაზიანდა, რომელიც რუსულმა სარაკეტო კოსმოსურმა კორპორაცია "ენერგიამ" სპეციალურად NASA-ისთვის 19 მილიონ დოლარად შექმნა.
ამერიკელმა ასტრონავტებმა სანტექნიკოსის პროფესიის შეთავსება სცადეს, მაგრამ დაზიანება ვერაფრით აღმოფხვრეს და დახმარებისთვის ისევ რუსებს მიმართეს, რომლებმაც მეზობლებს ერთ-ერთ თავიანთ მოდულში არსებული ტუალეტი დაუთმეს.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.