კომპანია NTP, რომელიც მობილური ტელეფონებში უსადენო გადამცემ სისტემათა ტექნოლოგიების პატენტების მფლობელია, Apple-ს, Google-ს, Microsoft-ს, HTC-ს, LG-ისა და Motorola-ს უჩივის, - იუწყება The New York Times.
სარჩელი, რომელიც რიჩმონდის საოლქო სასამართლოში შევიდა, ტელეფონებში ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობისას NTP-ის მიერ დაპატენტებული ტექნოლოგიების უკანონო გამოყენებას ეხება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომჩივანს საკმაოდ დიდი შანსი აქვს, ამ საქმიდან ასეულობით მილიონი დოლარი მიიღოს. მოპასუხე კომპანიების წარმომადგენლები ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებენ.
NTP თავისი ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად აგრესიულ პოლიტიკის გატარებას არ ერიდება. ამავდროულად, არ არის დაინტერესებული თავისი ტექნოლოგიების კომერციალიზაციით.
მსგავსი სასამართლო დავის გამო კანადურ კომპანია Research In Motion-ს, რომელიც BlackBerry-ის სმარტფონებს აწარმოებს, NTP-ის სასარგებლოდ 612,5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
NTP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია ინჟინერი და გამომგონებელი ტომას კამპანა. 1990 წელს სწორედ ის მუშაობდა კომპიუტერიდან მობილურზე შეტყობინების უსადენო გადაცემის ტექნოლოგიაზე და მაშინ მიღებული პატენტები NTP-ისთვის სასამართლო პროცესებში მთავარი იარაღია.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.