ახალი უსარკო კამერა Samsung NX100 სექტემბერში გამოჩნდება

ახალი უსარკო კამერა Samsung NX100 სექტემბერში გამოჩნდება

ფოტომოყვარულებმა ციფრული კამერის Samsung NX-ის სერიის შესახებ კარგად უწყიან, რომლის მოდელები უსარკო სისტემით ხასიათდება.

დღემდე სერია ორი ფოტოაპარატით Samsung NX10-ითა და NX5-ით არის წარმოდგენილი, თუმცა სამხრეთკორეული ელექტრონული გიგანტი მათზე გაჩერებას არ აპირებს და კიდევ ერთი უსარკო, ცვლადი ოპტიკური აპარატის გამოშვებას აპირებს.

სავარაუდოდ, ახალ კომპაქტურ აპარატს Samsung NX100 ერქმევა და APS-C სენსორით აღიჭურვება. როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ფოტოკამერამ ტესტირების სტადია უკვე გაიარა და ახლა დახვეწის სტადიაშია. კომპანია ახალ აპარატს, რომლის დებიუტი სექტემბერში იგეგმება, სამ ახალ ობიექტივთან ერთად წარმოადგენს.

მომზადებულია ferra.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)