აშშ-ის პოლიცია ლაზერის პისტოლეტით იარაღდება

აშშ-ის პოლიცია ლაზერის პისტოლეტით იარაღდება

აშშ-ის რამდენიმე შტატში პოლიციელები დამნაშავეთა გასანეიტრალებლად ლაზერულ პისტოლეტს გამოიყენებენ. პისტოლეტი-ფანარი, რომელიც მწვანე ფერის მოდულირებულ სხივით ანათებს, გარკვეული დროით ადამიანის სიბრმავესა და მის დეზორიენტაციას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ მწვანე სხივის მოქმედება მხოლოდ დროებითია და საბოლოო ჯამში მხედველობის ორგანოებს არ აზიანებს.

ლაზერულ პისტოლეტ-ფანრებზე ხელი მხოლოდ სამართალდამცველებს მიუწვდებათ და მათი რიგით მოქალაქეებზე გაყიდვა, ან გაცემა არ მოხდება. თუკი იარაღი "უცხოს" ხელში უკანონოდ მაინც აღმოჩნდება, ფანრის გაუვნებელყოფა სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდის მეშვეობით, დისტანციური ბლოკირებით შეიძლება.

მწარმოებლები აცხადებენ, რომ პისტოლეტ-ფანრის ასამოქმედებლად წამებია საჭირო და მისი გამოყენება დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება.

საბოლოო ჯამში, პისტოლეტ-ფანარის გამოყენება "უსაფრთხო ალტერნატიული იარაღის" რანგში, ელექტროშოკერისა და ცრემლსადენი გაზის ბალონების მსგავსად მოხდება. ამ ახალი იარაღით, პირველ რიგში, ჩრდილოეთ კაროლინის პოლიციელებს აღჭურვავენ. თუკი ექსპერიმენტი გაამართლებს, ლაზერულ ფანრებს წესრიგის დამცველებს, ციხის მეთვალყურეებსა და სამხედროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაურიგებენ. 

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)