მსოფლიოში მხოლოდ 6 ადამიანს აქვს უფლება, გლობალური დაზიანების, ან საერთაშორისო კიბერშეტევის შემთხვევაში გადატვირთოს ინტერნეტი. მათ ეს უფლება სპეციალურმა საერთაშორისო კომისიამ მიანიჭა.
ამ ჯგუფის თითოეულ წევრს ინტერნეტის გადასატვირთი "გასაღების" ფრაგმენტი აქვს, რომელიც პლასტიკურ ბარათში ჩამონტაჟებული მიკროსქემის სახითაა წარმოდგენილი. გლობალური ქსელის გადასატვირთად ექვსივე პროგრამისტმა გასაღები ერთად უნდა "შეაკოწიწოს".
მსოფლიო ინტერნეტქსელის უსაფრთხოებაზე ამ ფორმით ზრუნვა შესაძლებელი ახალი სისტემის Domain Name System Security Extensions გაშვების შემდეგ გახდა.
საგანგებო სიტუაციებში, მაგალითად, ტექნოლოგიური კატასტროფის, ან ტელეკომუნიკაციურ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი ტერორისტული შეტევის შემთხვევაში, 6 პროგრამისტისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი გლობალურ ქსელს ხელმეორედ ჩართავს.
გავრცელებული ხმებით, "გასაღების" ერთ-ერთი ფრაგმენტის მფლობელი ინგლისის ქალაქ ბასში მცხოვრები პროგრამისტი პოლ კეინია.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.