ყოველი ამერიკული კომპანია ჰაკერთა შემოტევის გამო წელიწადში 3,8 მლნ დოლარს კარგავს

ყოველი ამერიკული კომპანია ჰაკერთა შემოტევის გამო წელიწადში 3,8 მლნ დოლარს კარგავს

ზარალის საშუალო მაჩვენებელი, რომელსაც აშშ-ის ერთი კომპანია კიბერთავდასხმის გამო წელიწადში იღებს, 3,8 მლნ დოლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის ქსელური შემოტევებისა და ინსაიდერთა მავნე კოდების მიზეზით გამოწვეული დანაკარგებიც.

ამასთან, თითო ამერიკულ კომპანიაზე კვირის განმავლობაში საშუალოდ თითო წარმატებული კიბერთავდასხმა ხდება.

ეს ინფორმაცია ორგანიზაცია Ponemon Institute-ის ახლახან ჩატარებული კვლევების შედეგად გავრცელდა. მასში მონაწილეობა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებმა მიიღეს, რომელთა პერსონალი 500-დან 105 000 ადამიანს ითვლის.

კვლევის ავტორებმა ორგანიზაციათა ქსელის ადმინისტრატორები, მენეჯერები და ინფორმაციის დაცვის თანამშრომლები გამოკითხეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კიბერდანაშაულით მიყენებული კომპანიების ყოველწლიური ზარალი 1-დან 52 მლნ დოლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საშუალო ციფრში (3,8 მლნ) არ შედის ანტივირუსებსა და სხვა დაცვით სისტემებზე გაწეული ხარჯები, ის უშუალოდ კიბერშეტევის შედეგად მიყენებულ ზარალს ასახავს.

კომპანიებს ზარალი ძირითადად ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფით, საბანკო ონლაინ-ანგარიშების კონფისკაციით, ვირუსებისა და სხვა მავნე პროგრამების გავრცელებით ადგებათ. ექსპერტთა თქმით, ყველაზე ხშირად თავს თავდაცვის, ენერგეტიკისა და ფინანსების სფეროში დასაქმებულ ორგანიზაციებს ესხმიან.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)