მობილურით საუბრების მოსასმენი აპარატი 1500 დოლარად მზადდება

მობილურით საუბრების მოსასმენი აპარატი 1500 დოლარად მზადდება

მობილური კავშირის აბონენტთა საუბრების მოსასმენი აპარატის დამზადება მსურველს კუსტარულადაც შეუძლია და ამისთვის სულ რაღაც 1500 დოლარი დასჭირდება, - ამტკიცებს ცნობილი კალიფორნიელი გამომგონებელი კრის პეიჯეტი. მან ლას-ვეგასში გამართულ კონფერენციაზე მოწყობილობა წარმოადგინა, რომლის მეშვეობით GSM-ქსელში მომუშავე ტელეფონების მოსმენა შეიძლება.

მოწყობილობაში შედის ნოუთბუქი, რომელსაც კოდების გამხსნელი პროგრამული უზრუნველყოფა და ორი, საპირისპირო მხარეს მიმართული ანტენა აქვს. პეიჯეტის აპარატი საბაზო სადგურის იმიტირებას ახდენს, რომელშიც ტელეფონები ავტომატურად ერთვება, რაც სხვისი საუბრების მოსმენის საშუალებას იძლევა.

პეიჯეტი შიშობს, რომ ბოროტმოქმედები ამით აუცილებლად ისარგებლებენ, რადგან ამ გზით საკრედიტო ბარათების ნომრების ან სხვა ღირებული ინფორმაციის გაგება სავსებით შესაძლებელია.

პრეზენტაციის დროს პეიჯეტმა დამსწრეებს აპარატის მოქმედებაც უჩვენა და აუდიტორიაში მყოფთა ათეულობით სატელეფონო საუბარს მოუსმინა. აპარატი მხოლოდ GSM-ქსელში ჩართულ ტელეფონებზე მოქმედებს, ხოლო მესამე თაობის (3G) ქსელი ამ მხრივ უკეთ დაცულია.

პეიჯეტის გამოსვლა არ გამოჰპარვიათ აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის წარმომადგენლებს, რომლებიც გამომგონებელს კონფერენციის მიწურულს დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ მის დემონსტრაციაში კანონდარღვევების არსებობა შესაძლებელი იყო.

გამომგონებელმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობის გათვალისწინებით, ფიჭური კომპანიების აბონენტთა საუბრების მოსმენას არ აპირებს, თუმცა ტექნიკურად ამის გაკეთება იოლად შეუძლია.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)