Motorola ტელე-პლანშეტს გამოუშვებს

Motorola ტელე-პლანშეტს გამოუშვებს

კომპანია Motorola პლანშეტურ კომპიუტერს გამოუშვებს, რომელზე ტელეკომუნიკაციათა ამერიკულ ჰოლდინგ Verizon-სთან ერთად მუშაობს.

აპარატი 10-დიაუმიანი სენსორული ეკრანით, ფოტოკამერითა და ვიდეოზარებისთვის განკუთვნილი კამერით იქნება აღჭურვილი. პლანშეტი მობილურ ოპერაციულ სისტემა Google Android–ის ბაზაზე მუშაობს და Flash-ტექნოლოგიასთან თავსებადია.

პლანშეტის მთავარი თავისებურება კომპანია Verizon–ის ციფრულ ტელევიზია FiOS-ის სერვისთან თანამშრომლობაა. პლანშეტით ტელესიგნალის მიღებისა და სხვა ტექნიკურ დეტალებს Motorola და Verizon ჯერჯერობით არ ახმაურებენ.

Motorola-ის პლანშეტი iPad-ზე მსუბუქი და თხელია. მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება უკაბელო ინტერნეტ-ქსელთან კავშირის დამყარება.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში საკუთარი პლანშეტის გამოშვებას არაერთი კომპანია, მათ შორის Samsung, LG, HP, Lenovo და Toshiba აპირებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)