Nvidia პენტაგონისთვის სუპერკომპიუტერს შექმნის

Nvidia პენტაგონისთვის სუპერკომპიუტერს შექმნის

პენტაგონის პერსპექტიული კვლევითი პროექტების სამმართველომ კორპორაცია Nvidia-ს გრანტის სახით 25 მილიონი დოლარი გამოუყო, რათა ამ უკანასკნელმა გრაფიკულ ჩიპებზე დაფუძნებული სუპერკომპიუტერები შექმნას.

პროექტი, რომელზეც ამავდროულად კორპორაცია Cray, ოუკ-რიჯის ნაციონალური ლაბორატორია და აშშ-ის 6 წამყვანი უნივერსიტეტი იმუშავებს, 4 წელიწადზე გაიწერა.

მეცნიერები და ინჟინრები მუშაობენ კომპიუტერის როგორც აპარატურულ, ისე პროგრამულ ნაწილზე. სავარაუდოდ, ახალი სისტემები გაცილებით სანდო და მოქნილი პროგრამირებით იქნება. საბოლოო ჯამში, სუპერკომპიუტერი თანამედროვეზე ბევრად უკეთესი იქნება. მისი გამოთვლითი სიმძლავრე ეკსაფლოპს (1018 ოპერაცია წამში) მიაღწევს.

მწარმოებლები სუპერკომპიუტერთა პროტოტიპებს 2018 წლისთვის წარმოადგენენ.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)