კომპანია Apple-მა საკუთარი ფლაგმანური მაღაზიის დიზაინის დაპატენტება განიზრახა და შესაბამისი განცხადებით ამერიკის საპატენტო ბიუროს მიმართა. განაცხადში აღწერილია შუშის იმ მაღაზიის დიზაინი, რომელიც ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე მდებარეობს. მაღაზიას კუბის ფორმა აქვს და მთლიანად გამჭვირვალეა.
Apple-ს შუშის მაღაზია ჩინეთშიც აქვს, თუმცა შანხაის ნაგებობა, ნიუ-იორკულისგან განსხვავებით, ცილინდრის ფორმისაა.
აღსანიშნავია, რომ Apple-მა უკვე დააპატენტა შუშის კიბე, რომელიც ნიუ-იორკის მაღაზიის მნიშვნელოვანი ელემენტია.
Apple მსოფლიოს უდიდესი IT-კომპანიაა და პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, 200-მდე მაღაზიას ფლობს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.