ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში სკოლის, ან ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების სიახლოვეს ინტერნეტ-კაფის გახსნა აიკრძალა. შესაბამისად, სკოლებთან 200 მეტრის სიხლოვეს ყველა ინტერნეტ-კაფემ მუშაობა უნდა შეწყვიტოს.
ინტერნეტ-კაფეებს საღამოს 11 სთ-დან დილის 6 სთ-მდე მუშაობაც ეკრძალებათ. ამ აკრძალვების უმთავრეს მიზეზად ქსელური თამაშებით მოზარდების მეტისმეტი გატაცებაა, რის გამოც მათი სწავლის ხარისხი ეცემა.
მომავალში სავალდებულო გახდება ინტერნეტ-კაფეთა კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც პორნოგრაფიული მასალებისა და სხვა, ბავშვებისთვის მავნე ზეგავლენის კონტენტების გაფილტვრას განახორციელებს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.